ჩინეთთან “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მე ნუ მკითხავთ - ზურაბიშვილი

28.02.24 23:44
ჩინეთთან “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მე ნუ მკითხავთ - ზურაბიშვილი

ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში, ახლა “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მე ნუ მკითხავთ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Chatham House-ის ღონისძიებაზე ჩინეთზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ჩინეთის ჩართულობაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებში და საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან მსგავს პროექტებში მეტი ჩართულობა მოითხოვა.

“ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში. ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, მაგრამ ეს უფრო და უფრო აქტიური გახდა. ახლა “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მე ნუ მკითხავთ. და ჩვენ, ასევე, გუშინ ჩინეთთან უვიზო რეჟიმი მივიღეთ.

გარდა ამისა ჩინეთი საქართველოში აქტიურია ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტში, ვინაიდან იაფია, პატივს არ სცემს ბევრ კანონსა და შრომის უფლებებს, მაგრამ ეს იმიტომაც ხდება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნაკლებად არიან ჩართულები" -განაცხადა ზურაბიშვილმა.