შავი ზღვრის უსაფრთხოება ყველას გვეხება... რუსეთს მასზე ექსკლუზივი არ უნდა ჰქონდეს - პრეზიდენტი

28.02.24 23:51
შავი ზღვრის უსაფრთხოება ყველას გვეხება... რუსეთს მასზე ექსკლუზივი არ უნდა ჰქონდეს - პრეზიდენტი

შავი ზღვრის უსაფრთხოება ყველას გვეხება... რუსეთს მასზე ექსკლუზივი არ უნდა ჰქონდეს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ის ღონისძიებაზე განაცხადა და ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ზურაბიშვილმა დასავლელი პარტნიორებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

მეტი ჩართულობა გვჭირდება დასავლელი პარტნიორებისგან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

ერთ-ერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს საკითხია, რომელსაც ჯერ არ შევხებივარ, როგორიცაა ანაკლიის პორტი. არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, შავი ზღვრის უსაფრთხოება, სავარაუდოდ, არის საკითხი, რომელიც, ალბათ, ყველას გვეხება მომავლისთვის. შავ ზღვაზე საქართველოს სანაპირო არსებითი მნიშვნელობის არის, რათა რუსეთს ექსკლუზივი არ ჰქონდეს შავი ზღვის თანამშრომლობაზე, ვაჭრობაზე, და ა.შ.,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.