პაპუაშვილის ანგოლაში ვიზიტი 18 973 ლარი დაჯდა - ცნობილია, დეპუტატების TOP სამეულიც, რომლებმაც ვიზიტებში ყველაზე მეტი დახარჯეს
2023 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში 1 939 749 ლარი, ხოლო ქვეყნის შიგნით 90 510 ლარი დაიხარჯა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მონაცემებს 194 077 ლარით აღემატება.
"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, ყველაზე ძვირი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მივლინება დაჯდა, რომლის თანხაც 18 973 ლარს შეადგენს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პაპუაშვილი ანგოლაში, სავარაუდოდ, სალომე ქურასბედიანთან და ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად იმყოფებოდა, რომელთა მივლინებებიც 16 744 ლარი და 17 100 ლარი დაჯდა.
ირკვევა, რომ ნიკოლოზ სამხარაძე ასევე ჩილესა და ურუგვაიშიც გაემგზავრა და საზღვარგარეთ მივლინებამ 14 774 ლარი შეადგინა.
2023 წელს ჯამურად ყველაზე ძვირიანი მივლინებები ქვეყნის გარეთ ჰქონდათ:
Ნიკოლოზ სამხარაძე - 24 მივლინება - 152 994 ლარი;
Მაკა ბოჭორიშვილი - 29 მივლინება - 143 476 ლარი;
გივი მიქანაძე - 20 მივლინება - 95 520 ლარი.