გარკვეული მიმართულებებით უკუსვლაა - რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლებაა ცხრა დათქმის შესასრულებლად?

29.02.24 11:23
გარკვეული მიმართულებებით უკუსვლაა - რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლებაა ცხრა დათქმის შესასრულებლად?

რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლებაა ცხრა დათქმის შესასრულებლად? - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს. გავლენიან ორგანიზაციაში საფრთხის შემცველად მიაჩნიათ  ცესკოს შესახებ ახალი კანონის მიიღება და ერთადერთი ოპოზიციონერი წევრის თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან ჩამოშორებაა.

 მესამე სექტორში ყურადღებას ამახვილებენ ვენეციის კომისიისა და ეუთო ოდირის რეკომენდაციებზეც, რომელსაც ქართული ოცნება ბევრს იღებს თუმცა იშვიათად ან საერთოდ არ ითვალისწინებს. 

"პარტიის გაუქმების შესახებ ინიციატივა, მიგვაჩნია ანტიკონსტიტუციურად" - ამბობენ "გამჭვირვალობაში".

„პარტიის გაუქმების შესახებ ინიციატივა მიგვაჩნია არაკონსტიტუციურად, რადგან პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია და მხოლოდ ამომწურავად განსაზღვრული საფუძვლებით.

პარტიების დაფინანსების კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც იურიდიული პირების შემოწირულებებს კრძალავს და პარტიების წლიური ხარჯების უფრო დაბალ ზღვარს (მშპ-ს 0.05%-დან 0.04%-მდე) ადგენს, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია, თუმცა, არასაკმარისია და მნიშვნელოვანი ეფექტი არ ექნება," - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში".

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის პირობებს, რომლებიც ერთი მხრივ, 2024 წლის 26 ოქტომბერს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად, ხოლო მეორე მხრივ, წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების სტადიაზე გადასასვლელად არის საჭირო.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამის ნათელი მაგალითია თებერვალში, პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები, რომლებიც მთლიანად უგულებელყოფს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით და შესაბამისად, წინააღმდეგობაშია ევროკომისიის 9 დათქმასთან.

არასამთავრობო ორგანიზაციაში პრეზიდენტის მხრიდან კანონზე ვეტო დადების დაანონსებას მიესალმებიან და იმედოვნებენ, რომ მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის უკან დაბრუნებულ კანონპროექტში სრულად იქნება ასახული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

"ჩვენი შეფასებით ის კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ევროკავშირმა, ეუთო/ოდირმა, ვენეციის კომისიამ წარმოგვიდგინა საარჩევნო სისტემის დასახვეწად, არათუ არ არის შესრულებული, არამედ გარკვეული მიმართულებებით უკუსვლასაც ვხედავთ. ეს ძალიან სამწუხაროა და მე ვიტყოდი, საგანგაშოც არის, სწორედ იმიტომ, რომ წელს არჩევნების წელია და ძალიან მალე უნდა მოხდეს ამ ყველაფრის შეცვლა, თუმცა ასევე არის ინსტიტუციური გზა. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო საკანონმდებლო პაკეტს და ეს არის რეალურად ის შანსი, რომელიც წესით ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს და შეიტანოს ყველა ის ცვლილება, რომელიც მოთხოვნილია ჩვენი პარტნიორების მხრიდან," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ონიანმა.