ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს სტრეს-ტესტი უნდა ჰქონდეს გავლილი - გიორგი ვაშაძე

02.07.21 11:53
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს სტრეს-ტესტი უნდა ჰქონდეს გავლილი - გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი ამბობს, რომ ცესკო-ს თავმდჯომარეობის კანდიდატს სტრეს-ტესტი უნდა ჰქონდეს გავლილი. გიორგი ვაშაძის თქმით, ეს არის გამოსავალი, რათა ხელისუფლების ზეწოლის დროს თანამდებობაზე მყოფმა პირმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეძლოს. 

სტრეს-ტესტი უნდა ჰქონდეს გავლილი ადამიანს. რას ნიშნავს სტრეს-ტესტი? ანუ მას საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, სტრესულ ვითარებაში, როცა ხელისუფლება რაღაცა ზეწოლებს ახორციელებს მასზე, უნდა ჰქონდეს ეს ტესტი გავლილი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიღებული. თამარ ჟვანიაც, შეგახსენებთ, რომ  სამოქალაქო სექტორიდან მოდიოდა და მერე მთავარ გამყალბებლად ჩამოყალიბდა, - ამბობს ვაშაძე.
 

ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად პრეზიდენტმა სპეციალური კომისიის შექმნაზე მუშაობა უკვე დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის მიერ დაკომპლექტებულ ჯგუფში  არასამთავრობო ორგანიზაციებიც იქნებიან. კომისიის შექმნის შემდეგ  კანდიდატებს განცხადებების წარსადგენად 5 დღიანი ვადა ექნებათ.  შერჩეულ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს გადაუგზავნის.