,,პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების მომზადებისას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების გათვალისწინების შესახებ“: გამარჯვების კოალიციის საკანონმდებლო წინადადება
„გამარჯვების კოალიციის“ ფარგლებში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა ედო ჯავახიძემ და ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართულების ხელმძღვანელთან, შორენა ლობჟანიძემ, ,,პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების მომზადებისას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების გათვალისწინების შესახებ“ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს:
,,ეთნიკურ-რელიგიური მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მოქალაქეების რელიგიურ-უფლებრივი მდგომარეობა. მორწმუნე ადამიანებისთვის რელიგია ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და მისი დაცვა, სხვა კომპონენტებთან ერთად შესაძლოა გამოხატული იყოს, როგორც რელიგიური დღესასწაულების აღვნიშვნაში, ასევე ზოგიერთი საკვების აკრძალვითაც. თითოეულ რელიგიას თავისი ნიუანსები აქვს, რომელთა გათვალისწინებაც სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა.“ - აცხადებს ედო ჯაფარიძე.
,,ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მაღალი სტანდარტების დადგენასა და დაცვას. ეროვნულ კანონმდებლობაში პატიმართა კვების რაციონის სპეციფიურ საჭიროებებზე მითითება გვხვდება მხოლოდ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. სამწუხაროდ, დროებითი განთავსების ცენტრებში და პენიტენციალურ დაწესებულებებში ამ მოცემულობამდე არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა კვებითი საჭიროებები. პენიტენციალურ დაწესებულებებში არ არსებობს ჰალალის და კოშერ-პარევის სერტიფიცირებული პროდუქტები, რომლებითაც უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ ბრალდებულ.მსჯავრდებულები”.- განაცხადა შორენა ლობჟანიძემ.