უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე სასამართლოს დამოუკიდებლობას ითხოვს

29.02.24 13:15
უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე სასამართლოს დამოუკიდებლობას ითხოვს

უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე სასამართლოს დამოუკიდებლობას ითხოვს - ნინო ბაქაქური, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა რამდენიმე თვეში ეწურება, პირდაპირ ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა, რატომ არის დაბალი ინტერესი ამ პროფესიის მიმართ.

ნინო ბაქაქური "პირველებთან" აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში ბევრი ვაკანტური ადგილია დარჩენილი, თუმცა მოსამართლეების დანიშვნა ვერ ხერხდება.  

პროგრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატალიზატორია სასამართლოში ახალი ძალების, ახალი სახეების შემოდინება. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სასამართლოშიც არის შესაძლებლობა იმისა, რომ უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესით დაინიშნონ ახალი მოსამართლეები. ძალიან ბევრი ვაკანსია არსებობს დღესაც და კიდევ უფრო მეტი მოსამართლე სჭირდება საქართველოს ყველანაირი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით. ამიტომ ვფიქრობ, რომ მომავალში თუ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესი უფრო სამართლიანი გახდება, ძალიან ბევრი კვალიფიციური ახალგაზრდა გადაწყვეტს, რომ მომავალი დაუკავშირონ სასამართლო ხელისუფლების განვითარებას და ეს აუცილებლად გამოიწვევს მნიშვნელოვან პროცესს" - ამბობს ნინო ბექაური.

თბილისში  USAID-ის  სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში მორიგი ღონისძიება იმართება. ღონისძიებას  სასამართლოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორი, ოპოზიციისა და ქართული ოცნების წევრები. 

კონფერენციის მიზანია მართლმსაჯულების გამჭვირვალობის, სანდოობისა და ხელმისაწვდომობის ზრდა და ამ სფეროში არსებული გამოწვევების მიმოხილვა. 

 ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ძლიერი ძალიან მნიშვნელოვანია, სანდო სასამართლო სისტემა, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს და ჩვენ ამ მიმართულებით საქართველოსთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას." - განაცხადა რობინ დანიგანმა.