შეურაცხმყოფელია - კალაძე ევროპარლამენტარების წინააღმდეგ

29.02.24 13:40
შეურაცხმყოფელია - კალაძე ევროპარლამენტარების წინააღმდეგ

კახი კალაძე ევროპარლამენტარების წინააღმდეგ -  თბილისის მერმა გავლენიანი პოლიტიკოსების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაკეთებულ განცხადებებს და მიღებულ რეზოლუციებს "შეურაცხმყოფელი  და დამაზიანებელი" უწოდა. 

ოლიგარქის პარტიის ყველაზე გავლენიანი  ლიდერი ფიქრობს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები გულწრფელები არ იყვნენ მაშინ, როცა ბრიუსელში სააკაშვილის მხარ-დამჭერ რეზოლუციებს იღებდნენ.

 კალაძემ თქვა, რომ მსგავს რეზოლუციებში კონკრეტული ადამიანები ფულს იხდიან. კალაძეზე ახლა ფარას დოკუმენტების გამოქვეყნებას ელოდება, რათა გაიგოს, ვის რამდენი გადაუხადეს, მესამე პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის.

ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია იმ ურთიერთობებისთვის, რაც არსებობს. უბრალოდ შეურაცხმყოფელია ეს განცხადება. ჩვენ არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც ძალიან მძიმე რაღაცები იყო ჩაწერილი. მოგვიანებით კი გამოიკვეთა, თუ როგორ ხდებოდა აღნიშნული რეზოლუციების მიღება. ვიღაც იხდის თანხას, ეს შემდეგ ინიღბება ლობიზმით და ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება.

მე არანაირი ეჭვი არ მაქვს, უბრალოდ იმ ფაქტზე ვსაუბრობ, რაც ყველამ ვნახეთ. მეც ვნახე, თქვენც ნახეთ. "ფარას" დოკუმენტი მაქვს მხედველობაში, სადაც პირდაპირ იყო მითითებული სახელები და გვარები ვინ იხდიდა თანხას", - ამბობს კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელშიც ანა ფოტიგას მოთხოვნით ჩასწორებები შეიტანეს და ტექსტს დაემატა მოწოდება პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალოს მიხელ სააკაშილი

კალაძემ დღეს პრეზიდენტის წინააღმდეგაც გაილაშქრა. თბილისის მერმა არ გამორიცხა, რომ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას გეგმავს. 

"ალიბს იქმნის" თქვა საკითხის კომენტირებისას კახა კალაძემ.  

ალიბს იქმნის. ცდილობს, ალბათ, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღება უნდა. ამას ფუთავს იმით, რომ თითქოს, ქვეყანა რეპუტაციულად ზიანდება. რეპუტაციულად აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და თავისმა მთავრობამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა. ის მმართველობა, რომელიც იყო უმძიმესი, სისხლიანი, უბედურების მომტანი ჩვენი ქვეყნის უმრავლესობისთვის, ინიღბებოდა დემოკრატიით და გვაჯერებდნენ, რომ თითქოს, ეს იყო დემოკრატიის შუქურა. თითქოს, ევროპაში არ გვქონდეს ნაცხოვრები და არ ვიცოდეთ, რეალურად რა არის დემოკრატია"- დასძინა მერმა. 

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან აღიარა, რომ  მიხელ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყანას რეპუტაციულად აზიანებს - დიდ ბრიტანეთში ჩასულ მეხუთე პრეზიდენტს მესამეზე საუბარიც მოუწია. ზურაბიშვილს კითხეს, რამდენად სამართლიანი და დემოკრატიული იქნება არჩევნები სააკაშვილის პატიმრობის პირობებში. კითხვაზე საპასუხოდ კი განმარტა, რომ საუკეთესო გამოსავალი მესამე პრეზიდენტის უკრაინაში ექსტრადირება იქნებოდა.