მაჭარაშვილი: "თუ შეიწყალებს, ზურაბიშვილი სააკაშვილთან ერთად დაჯდება ვივა-მედში"
"ოცნების" დამხარე ჯგუფი პარლამენტში, "ხალხის ძალა" სალომე ზურაბიშვილს ისევ ემუქრება. გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ თუ მეხუთე პრეზიდენტი მესამეს შეიწყალებს, ზურაბიშვილი "სააკაშვილთან ერთად, აღმოჩნდება".
დეპუტატი ამტკიცებს, რომ "ზურაბიშვილისგან არაფერს გამორიცხავენ".
რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, მაჭარაშვილმა მას "სამწუხარო უწოდა":
ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ჭკუაზე რომ გაივლის ევროპარლამენტი და ამ რეზოლუციას მიიღებს, ეს არის ყველაზე დიდი სამწუხარო. ასე ერთეულ ევროპარლამენტარების ჭკუაზე არ უნდა დადიოდეს ამხელა უმაღლესი ინსტიტუცია.
რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ჩვენ არაერთხელ ვთქვით და წელიწადზე მეტია ვამბობთ, რომ მისგან ჩვენ არაფერს არ გამოვრიცხავთ. მას რასაც ეტყვიან იმას გააკეთებს, თუმცა რა თქმა უნდა, იმასაც ყოველთვის აღვნიშნავდით და ახლაც აღვნიშნავთ, თუ რა მძიმე გადაწყვეტილება იქნება ეს მისთვის პირადად, პირველ რიგში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ პატიმარი სააკაშვილის შეწყალებით პრაქტიკულად ის თავისთავზე იღებს სიმძიმეს, ტვირთს, რაც არსებობს პატიმარ სააკაშვილზე და ის პრაქტიკულად შეეხიდება და "ვივამედში" დაჯდება სააკაშვილთან ამ გადაწყვეტილებით", - ამბობს მაჭარაშვილი.
ევროპარლამენტის რეზოლუციში ანა ფოტიგას მოთხოვნით ჩასწორებები შეიტანეს და ტექსტს დაემატა მოწოდება პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალოს მიხელ სააკაშილი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან აღიარა, რომ მიხელ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყანას რეპუტაციულად აზიანებს - დიდ ბრიტანეთში ჩასულ მეხუთე პრეზიდენტს მესამეზე საუბარიც მოუწია. ზურაბიშვილს კითხეს, რამდენად სამართლიანი და დემოკრატიული იქნება არჩევნები სააკაშვილის პატიმრობის პირობებში. კითხვაზე საპასუხოდ კი განმარტა, რომ საუკეთესო გამოსავალი მესამე პრეზიდენტის უკრაინაში ექსტრადირება იქნებოდა.