ხალხის მხარდაჭერაზე ვისაც ყველაზე ცოტა შეუძლია ისაუბროს, ეს ქალბატონი ზურაბიშვილია - კალაძე

29.02.24 13:51
ხალხის მხარდაჭერაზე ვისაც ყველაზე ცოტა შეუძლია ისაუბროს, ეს ქალბატონი ზურაბიშვილია - კალაძე

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის. პროდასავლური კოალიციის პერსექტივაზე საუბარმა ხელისუფლების ლიდერები წყობიდან გამოიყვანა. "ოცნებიდან" ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს უთვლიან, რომ მხარდაჭერასა და რეიტინგებზე საუბარი მისი საქმე არ არის და არც ამის უფლება აქვს.

ვიღაცები ერთიანდებიან, ვიღაცები იშლებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ ეს ადამიანები, ყველა, თუ გადახედავთ, მათ აწმყოს, წარსულს, არიან "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოცენებული ლუზერები, რომლებსაც სერთოდ არაფერი არ გაუკეთებიათ, არაფერი არ შეუქმნიათ და ახლა, ვინ, სად გაერთიანდება, რომელ პლატფორმაზე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და ხალხის მხარდაჭერაზე ვისაც ყველაზე ცოტა შეუძლია ისაუბროს, ეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილია.

არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც ეს წინა წლების განმავლობაში ხდებოდა. არც რუსეთს, არც ამერიკას, არც ევროპას, არცერთ ქვეყანას არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს . არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, დაძაბულობა  და რაიმე ფორმით მოახდინოს ხელისუფლების ცვლილება, არაკანონიერი გზით", - აცხადებს კახა კალაძე.

ოლიგარქიის და პოლარიზაციის დასასრული კოალიციური მმართველობაა - სალომე ზურაბიშვილი ქართველ პოლიტიკოსებს რჩევას ლონდონიდან აძლევს. გადამწყვეტ არჩევნებამდე რვა თვით ადრე უმაღლესიი მთავარსარდალი "ოცნებას", ფაქტრობივად, მარცხს უანონსებს. 

"ხელისუფლებას  უმრავლესობის მხარდაჭერა აღარ აქვს, ხალხი ანტიდასავლურ პარტიას მხარს არ დაუჭერს"- ამბობს ზურაბიშვილი. ჩChatham House-ში სიტყვით გამოსვლილას,  ზურაბიშვილი ყურადღებას ამახვილებს რუსულ გავლენებსა და მცელოდებაზეც, ჩაერიოს კრემლი საქართველოს არჩევნებში. საქართველოში საბჭოთა პროპაგანდა მიდის - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.