პრეზიდენტის განცხადება ნიშნავს, რომ "ოცნება" უნდა წავიდეს - გოცირიძე

29.02.24 13:58
პრეზიდენტის განცხადება ნიშნავს, რომ "ოცნება" უნდა წავიდეს - გოცირიძე

პრეზიდენტის განცხადება ნიშნავს, რომ "ოცნება" უნდა წავიდეს  - ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" ლიდერი რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტის გზავნილებს ლონდონიდან.

გოცირიძე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია ისეთ პლატფორმაზე გაერთიანდება, რომელიც ხმებს დაიცავს,  მაშინ არსებობს კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბების შანსი.

მისი განცხადება ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" უნდა წავიდეს და ნიშნავს, რომ უნდა მოვიდეს ოპოზიცია. ძალიან ელემენტარული ლოგიკაა მასში. ოპოზიცია ცალ-ცალკე ხელისუფლებაში ვერ მოვა. თუ ოპოზიცია ისეთ პლატფორმაზე გაერთიანდება, რომელიც იმ ხმებს დაიცავს, როგორც უმრავლესობას, ვინაიდან ამომრჩეველთა უმრავლესობა ოპოზიციური განწყობილია და მაღალი ბარიერის გამო ხმები არ დაიკარგება, მაშინ არსებობს კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბების შანსი", - ამბობს გოცირიძე.

ოლიგარქიის და პოლარიზაციის დასასრული კოალიციური მმართველობაა - სალომე ზურაბიშვილი ქართველ პოლიტიკოსებს რჩევას ლონდონიდან აძლევს. გადამწყვეტ არჩევნებამდე რვა თვით ადრე უმაღლესიი მთავარსარდალი "ოცნებას", ფაქტრობივად, მარცხს უანონსებს. 

"ხელისუფლებას  უმრავლესობის მხარდაჭერა აღარ აქვს, ხალხი ანტიდასავლურ პარტიას მხარს არ დაუჭერს"- ამბობს ზურაბიშვილი. ჩChatham House-ში სიტყვით გამოსვლილას,  ზურაბიშვილი ყურადღებას ამახვილებს რუსულ გავლენებსა და მცელოდებაზეც, ჩაერიოს კრემლი საქართველოს არჩევნებში. საქართველოში საბჭოთა პროპაგანდა მიდის - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.