კოალიციური მმართველობა არჩევნების ბუნებრივი შედეგი იქნება - სამადაშვილი

29.02.24 14:02
კოალიციური მმართველობა არჩევნების ბუნებრივი შედეგი იქნება - სამადაშვილი

კოალიციური მმართველობა არჩევნების ბუნებრივი შედეგი იქნება - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის გზავნილებს ლონდონიდან.

სამადაშვილის თქმით, პრეზიდენტის გზავნილები საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო პარტნიორების მხარდამჭერით და ჩვენი ძალისხმევით შევძლებთ, საპარლამენტო არჩევნებზე შევცვალოთ ხელისუფლება. დღევანდელი პოლიტიკური კონფიგურაცია რამდენადაც იკვეთება, არც ერთი პარტია არ იქნება იმ პოზიციაში, რომ სრულად შეძლოს დაკომპლექტება მთავრობის. კოალიციური მმართველობა იქნება ბუნებრივი შედეგი არჩევნების. ახლა მთავარი ამოცანა არის ჩვენთვის, რომ უზრუნველვყოთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გზავნილები ამ თვალსაზრისით, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე, არის მნიშვნელოვანი", - ამბობს სამადაშვილი.

ოლიგარქიის და პოლარიზაციის დასასრული კოალიციური მმართველობაა - სალომე ზურაბიშვილი ქართველ პოლიტიკოსებს რჩევას ლონდონიდან აძლევს. გადამწყვეტ არჩევნებამდე რვა თვით ადრე უმაღლესიი მთავარსარდალი "ოცნებას", ფაქტრობივად, მარცხს უანონსებს. 

"ხელისუფლებას  უმრავლესობის მხარდაჭერა აღარ აქვს, ხალხი ანტიდასავლურ პარტიას მხარს არ დაუჭერს"- ამბობს ზურაბიშვილი. ჩChatham House-ში სიტყვით გამოსვლილას,  ზურაბიშვილი ყურადღებას ამახვილებს რუსულ გავლენებსა და მცელოდებაზეც, ჩაერიოს კრემლი საქართველოს არჩევნებში. საქართველოში საბჭოთა პროპაგანდა მიდის - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.