გახარიას გუნდი: თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ოცნებისთვის საჩუქარი იქნება

29.02.24 14:31
გახარიას გუნდი: თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ოცნებისთვის საჩუქარი იქნება

 თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ოცნებისთვის საჩუქარი იქნება - ამის შესახებ საქართველოსთვის წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. 

მისი თქმით, ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს.

ევროპიდან გუშინ დავბრუნდი. ჩვენს გუნდს ბრიუსელსა და ბერლინში ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა. ევროპული ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლების მხრიდან არცერთ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ დასმულა...

ჩვენ ვთვლით, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს. მაგრამ, თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნებისთვის საჩუქარი იქნება"- ამბობს ბუჩუკური. 

სალომე ზურაბიშვილმა მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან აღიარა, რომ  მიხელ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყანას რეპუტაციულად აზიანებს - დიდ ბრიტანეთში ჩასულ მეხუთე პრეზიდენტს მესამეზე საუბარიც მოუწია. ზურაბიშვილს კითხეს, რამდენად სამართლიანი და დემოკრატიული იქნება არჩევნები სააკაშვილის პატიმრობის პირობებში. კითხვაზე საპასუხოდ კი განმარტა, რომ საუკეთესო გამოსავალი მესამე პრეზიდენტის უკრაინაში ექსტრადირება იქნებოდა.