რუსეთს იმპერიალისტური ზრახვები აქვს! სჯობს ვიფიქროთ, რა გვინდა ჩვენ და არა რუსეთს - პრეზიდენტის ინტერვიუ BBC-ზე
"რუსეთს იმპერიალისტური ზრახვები აქვს! სჯობს ვიფიქროთ, რა გვინდა ჩვენ და არა რუსეთს!"- საქართველოს პრეზიდენტმა პუტინის რეჟიმი კიდევ ერთხელ დაგმო.
სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში BBC-ის HARDtalk-ში იღებს მონაწილეობას. გავლენიანი ბრიტანული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინის რეჟიმს საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი აქვს გაჩაღებული, ახდენს დესტაბილიზაციას და ცდილობს პროპაგანდის გაძლიერებას.
რუსეთს უნდა აკონტროლოს არა მხოლოდ საქართველო, არამედ ალბათ, ევროპის ნაწილი. მას აქვს ყველა ამბიცია, შეინარჩუნოს იმპერიალისტური სისტემა, თუმცა ხომ არ ჯობია, იმაზე ვიფიქროთ, რა გვინდა ჩვენ და არა ის, თუ რა სურს რუსეთს", - ამბობს პრეზიდენტი.
ჟურნალისტის კითხვაზე - გაქვთ შიშები რუსეთმა უკრაინაში წარმატებას რომ მიაღწიოს? საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს, რომ ყველას უნდა აწუხებდეს ის, თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს.
ჩემი აზრით ჩვენ ყველას უნდა გვაწუხებდეს თუკი პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს. მე არ ვფიქრობ, რომ ის ახლა უკრაინაში წარმატებულია. ის დამარცხდა თავისი ამბიციებით კიევის აღების, უკრაინის გაყოფის, ხალხის გაყოფის უკრაინის ევროპიდან გამოყოფის შესახებ. ეს ყველა დიდი ამბიცია ვერ განხორციელდება, ამიტომ კი მას არ აქვს გამარჯვება.
ტელეწამყვანმა საქართველოს პრეზიდენტისგან უფრო კონკრეტულად მოიუთხოვა პასუხის გაცემა და ჰკითხა - თუკი რუსეთი შეინარჩუნებს კონტროლს უკრაინის ნაწილზე, ეს რას ნიშნავს საქართველოსთვის?
საქართველოში რუსეთი არა მხოლოდ ერთხელ შემოიჭრა, ის შემოიჭრა სამჯერ. სხვა მეტი არაფერი დარჩა, რაც შეუძლია რუსეთს გააკეთოს. ის აგრძელებს ქვეყნის 20%ის ოკუპაციას, სამხედრო ბაზები ახლა ე.წ. საოკუპაციო ხაზთან ჰყავს განლაგებული და რასაც ახლა რუსეთი აკეთებს ჩვენთვის და ევროპის ნაწილისთვის ეს ჰიბრიდული ომია. რაც უკვე დაწყებულია. ის ცდილობს დესტაბილიზაციას, პროპაგანდას, დესტაბილიზაცია ჩვენ კარგად ვიცით, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის რომ ჩვენ უფრო რეზისტეტნტულები ვართ ვიდრე სხვა ქვეყნები, გამოცდილებიდან გამომდინარე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.