"ოცნება" პუტინის რუსეთის ინტერესებს ემსახურება - ბუაძე
პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე მმართველ გუნდს კრემლთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამერიკელი სენატორების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა "ოცნების" მჭიდრო კავშირი ოკუპანტ ქვეყანასთან.
ბუაძე მომხდარს საგანგაშოს უწოდებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, უპასუხოს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რატომ მოხვდა საქართველო სკანდალურ სიაში.
ეს არის იმის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი, რომ "ქართული ოცნება" ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს და ზუსტად ამას უკავშირდება ის, რომ ძალიან სერიოზული ეჭვები იქნა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი საქართველოს იყენებს სანქციებიდან თავის არიდებისათვის და იმისთვის, რომ სამხედრო ტექნოლოგიებში ირიბად მოხდეს სანქცირებული ამერიკული ტექნოლოგიები, რომელზეც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამერიკის შეერთებულ შტატებს გავრცელებული აქვს სანქციები. ეს არის ძალიან საგანგაშო შემთხვევა, რომელსაც სჭირდება ძალიან კონკრეტული პასუხები ამ ხელისუფლების მხრიდან იამზე, თუ როგორ მოხდა, რომ საქართველო დასახელებულია იმ ქვეყნებს შრის, რომლებიც ირიბად გამოიყენება რუსეთის მიერ სამხედრო ტექნოლოგიების რუსეთში შესატანად", - ამბობს ბუაძე.
ცნობისთვის, ამერიკელმა სენატორებმა განაცხადეს, რომ რუსეთი დასავლურ კომპონენტებს მეზობელი სახელმწიფოებიდან, მათ შორის, საქართველოდან იმპორტის გზითაც იღებს.