ოკუპანტი ქვეყანა ივანიშვილის მთავრობას სანქციებისგან თავი არიდებაში იყენებს - ფარულავა

29.02.24 15:34
ოკუპანტი ქვეყანა ივანიშვილის მთავრობას სანქციებისგან თავი არიდებაში იყენებს - ფარულავა

"ოკუპანტი ქვეყანა ივანიშვილის მთავრობას სანქციებისგან თავი არიდებაში იყენებს", - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლაშა ფარულავა ამერიკელი სენატორების განცხადებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, საქართველოში კრემლის ნარატივებს სტრატეგიული პარტნიორები ამჩნევენ და მომხდარს უპასუხოდ არ დატოვებენ.

ივანიშვილის მთავრობა იმის ნაცვლად, რომ ჩრდილოეთის დერეფანზე საერთაშორისო სანქციები იყენებდეს საქართველოზე გამავალი დერეფნის განვითარებისთვის, ამის ნაცვლად მტერს აწვდის დასავლურ კომპონენტებს, რასაც ხედავენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მათი მხრიდან არის რეაგირება", - ამბობს ფარულავა

ცნობისთვის, ამერიკელმა სენატორებმა განაცხადეს, რომ რუსეთი დასავლურ კომპონენტებს მეზობელი სახელმწიფოებიდან, მათ შორის, საქართველოდან იმპორტის გზითაც იღებს.