"აფხაზეთში რუსეთის მიერ პორტის აშენება ხომ არ ჩართავს საქართველოს ომში? - რას პასუხობს პრეზიდენტი BBC-ის

29.02.24 15:38
"აფხაზეთში რუსეთის მიერ პორტის აშენება ხომ არ ჩართავს საქართველოს ომში? - რას პასუხობს პრეზიდენტი BBC-ის

საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ BBC-ზე - ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს იმ ღრმაწყლოვან პორტის შესახებ ჰკითხა, რომელსაც რუსეთი აფხაზეთში აშენებს.

კითხვაზე - რუსეთი აფხაზეთში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, ეს პორტი, ხომ არ ჩართავს საქართველოს ომში?სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ დასავლეთი არ უნდა დაელოდოს პორტის შენებას და მანამდე უნდა ჰქონდეს რეაქცია.

ეს არის პროპაგანდის ნაწილი. წარმოებულია პუტინის როგორც ძველი კაგებეს აგენტის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია რაც ხდება, ევროპელებმაც უნდა გაიაზრონ, ეს არის შავი ზღვა, ეს საჭიროა იმ პროექტებისთვის, რომელის ევროპას აზიასთან დასაკავშირებლად სჭირდება. პორტი აფხაზეთში მხოლოდ პროექტია.  მაგრამ უკვე ჩვენ არ უნდა დაველოდოთ პორტს, ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს რეაქცია ამაზე. ახლა გვჭირდება განვიხილოთ რომ შავი ზღვა არ იყოს მიტაცებული რუსეთის მიერ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ტელეწამყვანის კითხვაზე - რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, როცა მათ მიმართავთ? საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "მათ უნდა დაიწყონ პორტების მხარდაჭერა, მათ უნდა დაუჭირონ მხარი ანაკლიის პროექტს".

ეს შეაჩერებს თუ არა პორტის მშენებლობას აფხაზეთში?  სალომე ზურაბიშვილის პასუხი ასეთია: ჩვენ უფრო წინ უნდა ვიყოთ.

მსგავსი სიახლეები