ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება თავიდან გვაცილებს ჩრდილოვან მმართველობას - ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC-ზე
კარგია, რომ ის ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, ეს თავიდან გვაცილებს ჩრდილოვან მმართველობას.
BBC-ის ინტერვიუს სალომე ზურაბიშვილთან, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილზე დასმული კითვხის გარეშე არ ჩაუვლია.
BBC ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის როლით დაინტერესდა. სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას კარგი უწოდა, რადგან მისი თქმით, თავიდან გვაცილებს ჩრდილოვან მმართველობას.
"ძალიან კარგია, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდა იმიტომ, რომ ეს თავიდან გვაცილებს ჩრდილოვან მმართველობას, როდესაც ხალხმა არ იცის, სად არის ძალაუფლების წყარო, როდესაც ამ ადამიანს არ ჰქონდა აღებული არანაირი პასუხისმგებლობა და არც ანგარიშვალდებულება ხალხთან. ასე, რომ ახლა როდესაც ყველაფერი ნათელია, უკეთესია, თუნდაც ის ძალიან მდიდარი ადამიანი იყოს. სხვა ქვეყნებშიც არსებობს მსგავსი მაგალითები და ასეთ ხალხს იქ ოლიგარქებს არ უწოდებენ, არამედ უწოდებენ მილიარდერებს. ახლა საქართველოში მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სისტემა, რომელიც გამორიცხავს ოლიგარქიულ მმართველობას" - აღნიშნა ზურაბიშვილმა.