რუსთავი 2-ის საქმე - სასამართლო პროცესი გადაიდო

02.07.21 12:30
რუსთავი 2-ის საქმე - სასამართლო პროცესი გადაიდო

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმის მოსმენა გადაიდო.  მოსამართლემ ტელევიზიის ამჟამინდელი დირექტორის, პაატა სალიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

სალიამ "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" დასკვნის გასაცნობად  ვადა მოითხოვა. 

რუსთავი 2-ის 60%-იანი წილის დასაბრუნებლად დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ბრძოლას განაგრძობენ. ტელეკომპანიის დამფუძნებლები ტელევიზიის ქონების დაყადაღებას და წილების დაბრუნებას ითხოვენ. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმის განხილვა მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე მომჩივანი მხარე არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სამართლებრივ დასკვნასაც წარადგენს.