მივლინებებში დახარჯული ხალხის ფული - ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია

29.02.24 17:31
მივლინებებში დახარჯული ხალხის ფული - ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია

მივლინებებში დახარჯული ხალხის ფული - დადგენილია, რომ ივანიშვილის პარტიამ გასულ წელს მივლინებებში ორ მილიონამდე ლარი დახარჯა. 

ყველაზე მსუყე მხარჯველებს შორის არის შალვა პაპუაშვილი. ირკვევა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხოლოდ ერთი ვიზიტი ანგოლაში მოქალაქეებს 18 ათასი ლარი დაუჯდათ. 

რა საქმე ჰქონდა საქართველოს დეპუტატს ჩილესა და ურუგვაიში? ეს კითხვებს აჩენს, რა თქმა უნდა. ამიტომ, მგონია, იმისთის, რომ ამაზე ვისმჯელოთ და ზოგადად, რომ პარლამენტმა იგრძნოს თავი ანგარიშვალდებულად ხალხის წინაშე, მათ წინაშე, ვინც ამ მივლინებებს აფინანსებს, გადრა იმისა, რომ ასე მშრალად ჩამოგვიწერონ რიცხვები, რაში რამდენი დაიხარჯა, ყველა მივლინებას უნდა ჰქონდეს დასაბუთება მიწერილი, იქ რომ წავიდნენ, რატომ წავიდნენ და რა გააკეთეს. ეს ეგზოტიკური ქვეყნები რატომ აითვისეს პარალემნტარებმა და რა საქმეებით არიან იქ დაკავებულები. ევროპა და ამერიკა მესმის, მაგრამ ამ ეგზოტიკურ ქვეყნებში განსაკუთრებით მაინტერესებს", - ამბობს "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი.

"ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმზეა გადასული და ამბობს, რომ ამ ხარჯში ოპოზიციონერების მოგზაურობაც არის დაფინანსებული.

ჯერ ერთი, გავითვალისწინოთ, რომ ამ ხარჯში ოპოზიციონერების მოგზაურობაც არის დაფინანსებული და მე არ მგონია, რომ ეს კრიტიკის მიზეზს იძლეოდეს. თანხობრივად, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპტიმალურია, როპდესაც დელეგაცია მიემგზავრება ანგოლაში, ესეც აუცილებელია. აუცილებელია, მათ შორის, რომ სახელმწიფოებთან უდნა გქონდეს ორმხირივი კომუნიკაცია. ამ დანახარჯებში არც არაფერი პრობლემური არ არის, უბრალოდ, როდესაც ამას აცხადებს "ფლანგვის დეტექტორი", უნდა დააყოლოს, რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური რამდ ა შეადრაოს მათ ხარჯებს, რომლებსაც ეწეოდა მათ მიერ მოწონებული ხელისუფლება", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

ოპოზიცია კი პირადი მიზნებისთვის ხალხის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაზე მიანიშნებს და ამბობს, რომ ხელისუფლების წევრებს არანაირი ანგარიშვალდებულება არ გააჩნიათ, საზოგადოებას აუხსნან, თუ სად დაიხარჯა ხალხის ფული.

წარმოუდგენელია, ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებაა, მთავრობა და პარლამენტარები მილიონობით ლარს ხარჯავდნენ მივლინებებში და არ იყოს შესაბამისი ახსნა და დასაბუთება, რა ვიზიტები იყო ეს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის პირადი მიზნებისთვის განხორციელებული ვიზიტები და სასეირნოდ და საშოპინგოდ დადიან, იმიტომ, რომ ფაქტია, არანაირი ანგარიშვალდებულება, ესა თუ ის პარლამენტარი რატომ იყო წასული და რატომ დაიხარჯა ამდენი თანხა, არ არის. ამიტომ, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იხარჯება ჩვენი მოქლაქეების თანხები", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

"ფლანგვის დეტექტორის" ინფრომაციით, პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით მივლინებებში 1,939,749 ლარი დაიხარჯა.
2023 წელს მივლინებებში დახარჯული თანხა 2022 წლის მონაცემებს 194,000 ლარით აღემატება.
ყველაზე ძვირიანი მივლინების ავტორი შალვა პაპუაშვილია, რომელიც ანგოლაში იმყოფებოდა და ამაში ჯამში 18,973 დახარჯა.
გასული წლების ტენდენციის მიხედვით, გარდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდისა, პარლამენტართა მივლინებები ყოველ წელს დაახლოებით 2 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები