პრეზიდენტს BBC-ის ეთერში პრემიერების განცხადებების და ხელისუფლების "ორმაგი თამაშის" გამო პასუხები მოსთხოვეს

29.02.24 17:35
პრეზიდენტს BBC-ის ეთერში პრემიერების განცხადებების და ხელისუფლების "ორმაგი თამაშის" გამო პასუხები მოსთხოვეს

სალომე ზურაბიშვილს ბი-ბი-სის ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების და ხელისუფლების ორმაგი თამაშის გამო პასუხები მოსთხოვეს. ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რატომ დაადანაშაულა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო უკრაინაში ომის დაწყებაში და ევროკავშირი ქვეყნის ომში ჩართვაში.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავრობები მიდიან და მოდიან, თუმცა საზოგადოების პროევროპული განწყობები არ იცვლება - თუ მმართველი პარტია პროდასავლური არ გახდება და პირობებს არ შეუასრულებს დათქმულ დროში ქართველი ხალხი მას აღარ აირჩევს

ჟურნალისტი: არსებობს სირთულეები, რომელიც პოლიტიკოსების ორმაგ თამაშს უკავშირდება. პრემიერ-მინისტრი, რომელიც ახლა პარტიის ლიდერია, გასული წლის ივნისში ამბობდა, რომ ერთერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა უკრაინის სურვილი იყო გამხდარიყო ნატოს წევრი.

საქართველოს პრეზიდენტი: მთავრობები მიდიან და მოდიან თუმცა საქართველოს საზოგადოების არჩევანი არ იცვლება უკვე 30 წელია და მანამდეც, საქართველო იყო პირველი ქვეყანა პირველი მოსურნე ქვეყანა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის და უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს ევროკავშირმა მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს მთავრობამ მისი რიტორიკა შეცვალა. შეიცვალა მთავრობა. პრემიერ-მინისტრი გახდა პირი, რომელმაც შეცვალა საკუთარი რიტორიკა. ის გახდა პროევროპელი. სტატუსმა ეს ცვლილებები მთავრობას აიძულა. თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა არ იქნება დაბეჯითებით პროევროპელი, შემდეგ არჩევნებზე ხალხი მას აღარ აირჩევს.

ჟურნალისტი: მაგრამ პირი რომელიც ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარეა თქვა რომ ევროპარლამენტს სურდა საქართველო რუსეთთან ომში ჩართულიყო

საქართველოს პრეზიდენტი: დიახ მან ეს თქვა და ის წარმოადგენს პარტიას, რომელიც ახლა ოქტომბერში მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ქართველი ხალხს კი ევროპული ნება არ შეუცვლია. 

 

მსგავსი სიახლეები