სენატში, როგორც ევროპარლამენტში, სააკაშვილის რეჟიმის მოკავშირეები არიან - ზარქუა

29.02.24 17:14
სენატში, როგორც ევროპარლამენტში, სააკაშვილის რეჟიმის მოკავშირეები არიან - ზარქუა

"ახალი სცენარი დაიწყეს, სენატში, როგორც ევროპარლამენტში ამათი რეჟიმის მოკავშირეები არიან," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა სენატში გაკეთებული განცხადბების საპასუხოდ აკეთებს.

ზარქუა კვლავ პარტნიორებს აკრიტიკებს, იერიში მიაქვს ისევ სენატორ შაჰინზე და ყველას მიხეილ სააკაშვილის მეგობრად მოიაზრებს, ვინც "ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებს.

ახლა ისევ ახალი სცენარი დაიწყეს - იქ, სადაც სჯერათ, იქ წაიღეთ ეს ინფორმაცია. სენატში, როგორც ევროპარლამენტში ამათი რეჟიმის მოკავშირეები არიან, მაგალითად, ქალბატონი შაჰინი, მოკავშირეა რეჟიმის, ის არასდროს ყოფილა საქართველოს მეგობარი, მასავით არიან იქ უამრავი ადამიანი, ვინც სააკაშვილის მეგობრები არიან, რეჟიმის მეგობრები. ჩვენი ქვეყნის მეგობრები რომ ყოფილიყვნენ, გამოვიდოდნენ, იტყოდნენ, ბოდიშს ვიხდით იმ არასწორი ცილისწამებების გამო და ვულოცავთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაწინაურებასო,“ - ამბობს ირაკლი ზარქუა.

რუსეთი დასავლურ კომპონენტებს მეზობელი სახელმწიფოებიდან, მათ შორის, საქართველოდან იმპორტის გზითაც იღებს - ამის შესახებ განცხადება ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენთალმა მოსმენაზე გააკეთა.

 

მსგავსი სიახლეები