"საგანგაშოა" - ჭიაბერაშვილი სენატორ რიჩარდ ბლუმენთალის განცხადებაზე
"კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დიდ უნდობლობას, რაც სამწუხაროდ წარმოიქმნა საქართველოს მიმართ", - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აკეთებს.
ჭიაბერაშვილი სენატში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც გამოითქვა ვარაუდი, რომ საქართველო შესაძლოა, რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდეს.
ჭიაბერაშვილის შეფასებით, მსგავსი განცხადებები "ოცნების" პოლიტიკის შედეგია.
ნებისმიერი განცხადება და ამ შემთხვევაში სენატორ ბლუმენთალის განცხადება არის საგანგაშო ამ თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დიდ უნდობლობას, რაც სამწუხაროდ წარმოიქმნა საქართველოს მიმართ. "ოცნების" ასეთი პოლიტიკის ფონზე, თუმცა აშშ მაქსიმალურად იკავებს თვითონ თავს რაიმე ნაბიჯები გადადგას საქართველოსთან მიმართებაში ზუსტად იმიტომ, რომ მის ინტერესში არ არის დააზიანოს ქართველი ხალხი, ხალხის კეთილდღეობა,“ - ამბობს ჭიაბერაშვილი.