პრობლემა ისაა, რომ აშშ-ში საქართველოს საკითხი აღარ დგას - ბოკერია

29.02.24 17:22
პრობლემა ისაა, რომ აშშ-ში საქართველოს საკითხი აღარ დგას - ბოკერია

"პრობლემა ისაა, რომ აშშ-ში საქართველოს საკითხი იმ კონტექსტში, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია აღარ დგას," - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია საუბრობს.

ბოკერია სენატში გაკეთებულ განცხადებებს და საქართველოსთან დაკავშირებით გამოთქმულ ვარაუდებს ეხმაურება, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყანას რუსეთი შესაძლოა, სანქციების ასარიდებლად იყენებდეს.

როგორც ბოკერია ამბობს, აშშ-ში გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ "ოცნების" "მავნებლური" პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს საკითხი პარტნიორებთან აქტუალური აღარ არის. 

პრობლემა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე სენატორის ცალკეული განცხადება, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი და პრობლემაა, ამ კონტექსტში ეჭვის გამოთქმაც კი. პრობლემა ისაა, რომ აშშ-ში საქართველოს საკითხი იმ კონტექსტში, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია აღარ დგას - ეს არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის, უმოქმედობის და მავნებლური მოქმედებების და ჩვენ პარტნიორებთან დაპირისპირების, იზოლაციაში საქართველოს მოხვედრის პირდაპირი შედეგი - ეს მათი პოლიტიკის განაჩენია, როცა ამერიკაში ან საერთოდ არც მოქმედებ, რომ შენი ინტერესები ილობირო, ან უპირისპირდები მას,“ - ამბობს ბოკერია.

რუსეთი დასავლურ კომპონენტებს მეზობელი სახელმწიფოებიდან, მათ შორის, საქართველოდან იმპორტის გზითაც იღებს - ამის შესახებ განცხადება ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენთალმა მოსმენაზე გააკეთა.

 

მსგავსი სიახლეები