რა როლი ექნება პრეზიდენტს არჩევნებში - რა პასუხობს ზურაბიშვილი BBC-ის

29.02.24 17:51
რა როლი ექნება პრეზიდენტს არჩევნებში - რა პასუხობს ზურაბიშვილი BBC-ის

რა როლი ექნება პრეზიდენტს მომავალ არჩევნებში - BBC-ის კითხვაზე სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან ის არის და იქნება ბოლომდე პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი BBC-ის ეთერში პრიდაპირ ამბობს, რომ თუ "ოცნება" EU-ს დათქმებს არ შეასრულებს, საზოგადოება მათ მხარს არ დაუჭერს. 

  • ჟურნალისტი: რა როლი გექნებათ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში?
  • საქართველოს პრეზიდენტი: მე ვიქნები, როგორც პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ინსტიტუტი არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი რომელსაც შეუძლია დიდი როლის თამაში. მე არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან ვარ პრეზიდენტი და ვიქნები ბოლომდე პრეზიდენტი. 
  • ჟურნალისტი: თქვენ გჯერათ, რომ "ქართული ოცნება" გააძლიერებს დემოკრატიას?
  • საქართველოს პრეზიდენტი: მათ უნდა გააძლიერონ.
  • ჟურნალისტი: მაგრამ გჯერათ ეს თქვენ?
  • საქართველოს პრეზიდენტი: ისინი თუ არ შეასრულებენ პირობებს დათქმულ დროში, რაც მისცა მათ ევროკავშირმა საქართველოს საზოგადოება არ დაუჭერს მათ მხარს და ეს არის მიზეზი, რის გამოც მათ რიტორიკა შეეცვალეს და ამბობენ რომ ყველაფერს გააკეთებენ პირობების შესასრულებლად. ჩვენ ვნახავთ ამ ყველაფერს. მე მინდა ვისურვო, რომ შემდეგი ხელისუფლება იყოს კოალიციური, ერთპარტიული სისტემა კოალიციამ უნდა ჩაანაცვლოს.

მსგავსი სიახლეები