დიდი მადლობა ევროპარლამენტს მორიგი რეზოლუციისთვის, რომელიც ითხოვს ჩემს გათავისუფლებას - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს რეზოლუციის მიღების გამო მადლობას უხდის. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ევროპელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა მისთვის მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, სააკაშვილი მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომლებიც მისი გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.
დიდი მადლობა ევროპარლამენტს მორიგი რეზოლუციისთვის, რომელიც ითხოვს ჩემს გათავისუფლებას.
ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო, როგორც ყოველთვის იჭერს სიმართლის პოზიციას. ეს არა მხოლოდ ჩემს მიმართ მხარდაჭერის, არამედ საქართველოშიც და უკრაინაშიც, ჩემი მილიონობით მომხრისათვის მხარდაჭერის გამოხატვაა.
ამავე დროს, ასობით ათასი საქართველოში მცხოვრები მოქალაქე რიგებში დგას მთელს ქვეყანაში, ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის ხელმოსაწერად და არასდროს დავიღლები, რომ მათ ვუთხრა მთელი გულით მადლობა. მათი ხმა ევროპარლამენტარებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია!" - წერს პრეზიდენტი.