გახარიამ ვერც ხითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა, ვერც კირითხუროობა - თეა წულუკიანი

02.07.21 12:39
გახარიამ ვერც ხითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა, ვერც კირითხუროობა - თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ოსტატების რეესტრის პრეზენტაციაზე ექსპრემიერ გიორგი გახარიას განცხადებებს უპასუხა და მათ ყოფილ ლიდერს კვალიფიკაცია დაუწუნა. 

ბატონ გახარიასაც ჩვენ გავესაუბრეთ და მან ვერც ხითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა, ვერც კირითხუროობა გვაჩვენა და ამიტომ ის რეესტრში არ ჩარიცხულა,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს  თეა წულუკიანმა საზოგადოებას ოსტატების რეესტრში ჩარიცხულ ოსტატები მათ შორის ხითხუროები და კირითხუროები წარუდგინა.

გიორგი გახარიამ გუშინ ყოფილი თანაგუნდელების მიმართ პოლიტიკური ცეცხლი გახსნა და პირდაპირ თქვა, რომ "ქართული ოცნება" თავისი ქმედებებით ქვეყანას აზიანებს. ექსპრემიერმა თქვა, რომ მათ გუნდს სუს-ი უთვალთვალებს.