ამნისტიის კანონპროექტი, "ოცნებას" დიდი თავისტკივილი - მიიღებს თუ არა "გირჩის" ინიციატივა მმართველი გუნდის მხარდაჭერას
ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებამ "ოცნებას" დიდი თავისტკივილი გაუჩინა. მმართველი პარტია, რომელსაც ხმებზე ნადირობა უკვე დაწყებული აქვს, ფიქრობს რომ წინასაარჩევნოდ პატიმრების სასჯელისგან გათავისუფლება მომგებიანი პოლიტიკური სვლა იქნება. თუმცა ეშინიათ, რომ ამ პატიმრების ჩამონათვალში არ მოხვდეს პრეზიდენტი სააკაშვილი. ამიტომ გადაჭრით ჯერ ისევ ვერ ამბობენ, მიიღებს თუ არა "გირჩის" ინიციატივა მათ მხარდაჭერას.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები კი უკან დახევას და კანონპროექტში ჩასწორებებს არ გეგმავენ. "გირჩის" წევრები პირობას დებენ, რომ დათმობებზე არ წავლენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ პარლამენტი ამნისტიის პროექტს დაამტკიცებს, ის შეეხება მიხეილ სააკაშვილსაც. "ოცნებაში" ფიქრობენ, "ლელომ" და გახარიას პარტიამ კი უკვე იციან, რომ "გირჩის" საკანონმდებლო პროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძსი რეპორტაჟში