დაპირისპირება მცხეთის ერთ-ერთ სკოლაში - რა მუხლებით დაიწყო შსს-მ გამოძიება

29.02.24 19:16
დაპირისპირება მცხეთის ერთ-ერთ სკოლაში - რა მუხლებით დაიწყო შსს-მ გამოძიება

დაპირისპირება მცხეთის ერთ-ერთ სკოლაში - როგორც tvpirveli.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას და მუქარას გულისხმობს. 

12 წლის მოზარდის მშობელი მისი შვილის თანასკოლელს ბავშვზე ბულინგსა და დანით მუქარაში ადანაშაულებს. "პირველებთან" დედა ამბობს, რომ მის შვილს ერთი და იგივე მოზარდი რამდენჯერმე დახვდა სკოლაში და დაემუქრა, როგორც დანით, ისე სიტყვიერად.  

მშობლის ინფორმაციით, მეცხრე კლასელი ბიჭი მეშვიდე კლასელ მოზარდს საქმეებს ხან სკოლის საპირფარეშოში ურჩევს, ხანაც საჩხუბრად სარდაფში ჩაჰყავს. 

მომხდარზე უკვე ინფორმირებულია პოლიცია, თუმცა საგამოძიებო უწყების ჩარევის მიუხედავად, დაზარალებული ბავშვის ოჯახი ამბობს, რომ დაპირისპირება არ წყდება.

მსგავსი სიახლეები