შეწყალება თუ ექსტრადირება? - რას ფიქრობს ზურაბიშვილი სააკაშვილზე
სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავს. რა ფაქტორებზეა დამოკიდებული მისი გადაწყვეტილება ჯერ არ ამბობს, თუმცა ადასტურებს, რომ საკანში გამოკეტილი პრეზიდენტი ქვეყნის რეპუტაციისთვის უკიდურესად დამაზიანებელია. ბრიტანული ბიბისის ყველაზე რეიტინგულ თოქ შოუში მოქმედ პრეზიდენტს არაერთი კითხვა დაუსვეს სააკაშვილზე. მათ შორის მესამე პრეზიდენტის უკრაინაში ექსტრადირებაზე. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არის.
ბრიტანეთში მყოფ ზურაბიშვილს ბრიუსელიდან ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია წამოეწია. 300 ევროდეპუტატი პრეზიდენტს საკააშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. კიდევ ერთი დოკუმენტი, სადაც მკაფიოდ წერია, რომ ევროკავშირი არ შეეგუება მის პარტნიორ ქვეყნებში პოლიტპატიმრების არსებობას. ამის გამო "ოცნებამ" ზურაბიშვილი და ევროპარლამენტი შეთანხმებულ მოქმედებაში ამხილა.
რას უკავშირდება ზურაბიშვილის შეცლილი დამოკიდებულება სააკაშვილის შეწყალებაზე - დეტალები, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.