რას ფიქრობს ზურაბიშვილი მოქმედ ხელისუფლებასა და მომავალ არჩევნებზე - პრეზიდენტის გზავნილები ლონდონიდან

29.02.24 20:14
რას ფიქრობს ზურაბიშვილი მოქმედ ხელისუფლებასა და მომავალ არჩევნებზე - პრეზიდენტის გზავნილები ლონდონიდან

 

საქართველოს მომავალი მთავრობა კოალიციური უნდა იყოს - სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთიდან მთელ მსოფლიოს არწმუნებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ 2024 წლის არჩევნებზე ძალაუფლება ვეღარ უნდა გაიხანგრძლივოს. 30 წლიანი ერთპარტიული სისტემა უნდა დასრულდეს, ეუბნება საქართველოს პრეზიდენტი  ბი ბი სის ჟურნალისტს და მიანიშნებს, რომ ივანიშვილის პარტია ანტიევროპულია და  მას ქართველი ხალხი მხარს აღარ დაუჭერს.

მსოფლიოს  გავლენიანი  მედიის ეთერში სალომე ზურაბიშვილს პასუხები ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლური გზავნილებისა და ხელისუფლების "ორმაგი თამაშის" გამო მოსთხოვეს.  ზურაბიშვილი "ოცნების" ხელისუფლებას სრულად ემიჯნება და ამბობს, რომ მთავარია, რა სურს ქართველ ხალხს. პრეზიდენტი იძულებული  გახდა ესაუბრა პოლიტიკაში დაბრუნებულ ივანიშვილზე. ზურაბიშვილმა აღიარა, რომ  თუ ივანიშვილი ოფიციალურად არ დაბრუნდებოდა, ჩრდილოვანი მმართველობა ქვეყანაში კიდევ დიდი ხნით გაგრძელდებოდა.

რას ფიქრობს ზურაბიშვილი მოქმედ ხელისუფლებასა და მომავალ არჩევნებზე - დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები