უმძიმესი მხილება პირდაპირ ამერიკის სენატიდან და საქართველო სკანდალის ეპიცენტრში

29.02.24 20:19
უმძიმესი მხილება პირდაპირ ამერიკის სენატიდან და საქართველო სკანდალის ეპიცენტრში

 

სკანდალური მხილება ამერიკის სენატში.  საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, საიდანაც რუსეთი უკრაინასთან ომისთვის აუცილებელ ტექნიკურ დეტალებს იღებს. საქართველოსთან ერთად საეჭვო ქვეყნებს შორის მოხვდნენ სომხეთი, ყაზახეთი, ფინეთი და თურქეთი. ამერიკის სენატში გამართულ მოსმენაზე ის სქემაც გაშიფრეს, როგორ ხვდება აკრძალული ჩიპები რუსეთის ტერიტორიაზე.  ეს ქვეყნები ლეგალურად ახორციელებენ შეერთებული შტატებიდან  სამხედრო კომპონენტების იმპორტს და შემდეგ პირდაპირ ან ირიბად რუსეთს აწვდიან. 

ერთ-ერთ მტკიცებულებად ამერიკელ სენატორებს ყაზახეთსა და საქართველოში ასტრონომიულად გაზრდილი ნახევრაგამტარების ექსპორტი მოყავთ. რას პასუხობს ქართული მხარე ვაშინგტონის მძიმე ბრალდებებს.  ფინანსთა სამინიტრო ახსნა განმარტებებს ითხოვს და გავლენიან სენატორებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ხელისუფლება იმდენად გააღიზიანა ვაშინგტონის მხილებამ, რომ ამერიკელი სენატორები სააკაშვილის რეჟიმის მოკავშირეებად გამოაცხადეს.

დეტალები ნახეთ, იცა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები