ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია - აპატურაი

02.07.21 12:53
ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია - აპატურაი

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი, პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. შეხვედრამდე ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში იმუშაოს პოლიტიკურმა პროცესმა, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იმუშავონ.

მოხარული ვარ, რომ პარლამენტში ვიმყოფები, რადგან პოლიტიკური ვითარება საქართველოში არის ის, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ძალიან ყურადღებით აკვირდება. თქვენ ყველა ხედავთ, რამდენად აქტიურები არიან ნატო-ს ქვეყნები აქ, კერძოდ, აშშ-ის ელჩი და ნატო-ს ყველა ქვეყანა. ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პროცესმა იმუშაოს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონირონ. ასე რომ, ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმებული რეფორმები სრულდება, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელზეც ევროკავშირის დახმარებით შეთანხმდნენ. ასევე მოხარულები ვართ ვიხილოთ, რომ პროგრესია სასამართლო რეფორმის კუთხით. ვიცი, რომ აშშ-ის ელჩი აქტიურია ამ მიმართულებით. მოვლენები ვითარდება სწორი მიმართულებით და ეს არის კარგი ამბავი პირველ ყოვლისა ქართველებისთვის, რადგან მათ სჭირდებათ რეფორმების განხორციელება და ასევე ნატო-სთვის, რადგან ნატო-სთან დასაახლოებლად, ნატო-ში შესასვლელად პოლიტიკურმა პროცესმა უნდა იფუნქციონიროს და ჩვენ ვხედავთ პროგრესს ამ კუთხით“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მსგავსი სიახლეები