"59-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა" - 22 წლის გოგოს სადისტური მკვლელობის გამაოგნებელი დეტალები

29.02.24 21:29
"59-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა" - 22 წლის გოგოს სადისტური მკვლელობის გამაოგნებელი დეტალები

22 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

სასამართლო სხდომიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალს 59-მდე ჭრილობა აქვს ცივი იარაღით მიყენებული. 

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შემდეგი სასამართლო სხდომა 22 აპრილს 12 საათზე გაიმართება.

"პირველების ინფორმაციით" ლილოს დასახლებაში 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ზუგდიდში დააკავეს - ხელბორკილები 21 წლის ოთარ ცინდელიანს დაადეს. ერთ-ერთი ვერსიით, სასტიკი მკვლელობის შემდეგ კაცი დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა და სვანეთში წასვლას აპირებდა. "პირველების" ინფორმაციით, პოლიცია ცინდელიანის კვალზე ქეთი ჯავახიშვილის მობილური ტელეფონის გაშიფვრის შემდეგ გავიდა.