"ოცნების" და ივანიშვილის პირობებში საქართველო ვერ იხილავს ევროკავშირს - ხაზარაძე
„ოცნების პირობებში საქართველო ვერ იხილავს ევროკავშირს“ - ამ განცხადებას „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აკეთებს.
როგორც ხაზარაძე ამბობს, „ოცნების“ პირობებში საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება. ხაზარაძის თქმით, საჭიროა რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმის გატარება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
„ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში საქართველო ამ შანს ვერ მიიღებს. ამიტომ აუცილებელია, ამ ძალის, ამ რუსული მმართველობის გამტარებელი ძალის, კორუმპირებული ძალის, ადამიანების, რომლებსაც აერთიანებთ კორუფცია, თუ როგორ წაღლიტონ თითოეულ თქვენგანს და ბიუჯეტს თანხა, როგორ იცხოვრონ კარგად, როგორ შემოიყვანონ რუსები და ახალ-ახალი ნარატივებით გამორეცხონ ტვინები, ამას არ დავუშვებთ,“ - ამბობს ხაზარაძე.