გვარამიას ერთხელ შევხვდი 15 წუთით, მელიასთან პერიოდულად გვაქვს ინფორმაციის გაცვლა - ხაზარაძე

29.02.24 22:14
გვარამიას ერთხელ შევხვდი 15 წუთით, მელიასთან პერიოდულად გვაქვს ინფორმაციის გაცვლა - ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე ნიკა გვარამიასთან და ნიკა მელიასთან საუბრებს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე „ლელოს“ რომელიმე პარტიასთან ან მოძრაობასთან გაერთიანება არ მოიაზრება. ხაზარაძის თქმით, მთავარია რომ ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდეთ შეჯერებული პოზიციები მთავარ სტრატეგიულ საკითხებზე.

ხაზარაძის თქმით, პარტიები ცალ-ცალკე უნდა გაძლიერდეს. როგორც ხაზარაძე ამბობს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალა აღარ იქნება.  

ამაზე საუბარი ნაადრევია, არ ვიცით, როგორი კონფიგურაცია იქნება,. თუმცა ჩენი სურვილია, რომ ყველა ის ძალა, რომელიც მიუახლოვდება და გადალახავს ბარიერს, ჩვენ ამის პრობლემა არ აქვს, მე წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში მიიღებს მონაწილებას, თუმცა აქვე გიდასტურებთ, რომ ერთობა და ერთიანობა - ეს არის ორი სიტყვა - ერთობა არის, როცა მე და თქვენ რაღაცის გარშემო ერთობას ვაცხადებთ, მაგრამ ვართ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ორივეს გვაქვს შანსი, რომ გადავიდეთ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, ვის რამხელა წონადობა მიანიჭონ, მაგრამ ჩვენი ერთობა გამოიხატება იმაში, რომ 5 ძირითად სტრატეგიულ საკითხში გვაქვს სტრატეგიული ხედვა. ნაადრევია ამაზე საუბარი, არ გავუშვებთ იმ მომენტს და ტალღას, რომელიც წამოვა ამომრჩევლისგან, რომ შანსი არ გავუშვათ, რომ ოცნება დავამარცხოთ. 
ნიკა გვარამიას ერთხელ შევხვდი სულ რაღაც 15-20 წუთით, ნიკა მელიასთან პერიოდულად გვაქვს ინფორმაციის გაცვლა, მაგრამ არა რაღაც მოდი, ეს გავაკეთოთ, ის დაკავებულია თავის საქმით, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს. 
ჩემთვის მთავარია, რომ ყველა ის პროდასავლური პარტია თუ მოძრაობა ჩამოყალიბდეს. ვადასტურებ, რომ ერთობა და არა ერთიანობა, იმიტომ, რომ ერთიანობა ეწინააღმდეგება იმ კანონმდებლობას, რომელიც მიღებულია - კოალიციების და ბლოკების შეკვრა არ შეიძლება, ერთიანობა თუა ერთი პარტიის ქვეშ უნდა გაერთიანდეს ეს ყველაფერი, ეს გამორიცხულია, ლელოს აქვს თავისი ნომერი, იდეოლოგია, მარშალის გეგმა,“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.