ორი საკითხი, რაზეც ბოკუჩავა პრეზიდენტს "პრინციპულად არ ეთანხმება"
„პრინციპულად არ ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს“ - ამ განცხადებას თინა ბოკუჩავა „რეაქციაში“ აკეთებს და სალომე ზურაბიშვილის მიერ ბოლო ორ დღეში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
ბოკუჩავას თქმით, შეუძლებელია საუბარი არჩევნების სამართლიან პირობებში ჩატარებაზე, როცა სააკაშვილი პატიმრობაშია.
გარდა ამისა, ბოკუჩავასთვის გაუგებარია, რატომ უჭირს ზურაბიშვილს ნავალნისა და სააკაშვილის შედარება, როცა თავად პუტინი ადარებდა ორ პოლიტიკოსს ერთმანეთს.
პრინციპულად არ ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს - არ ვეთანხმები არც არჩევნების შეფასებაში და მინდა გითხრათ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შეფასებისას ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კრიტერიუმი არის პოლიტიკური მოთამაშეების თანაბარ პირობებში ყოფნა. ვიცით, რომ არჩევნებს ივანიშვილი არ აყალბებს უშუალოდ არჩევნების დღეს, გარკვეულწილად რაღაც მანიპულაციებს არჩევნების დღესაც აქვს ადგილი, თუმცაღა მნიშვნელოვანწილად წინასაარჩევნო პერიოდში ხდება საარჩევნო სისტემის იმგვარად საკუთარ თავზე მორგება, რომ მან გარკვეული უპირატესობა მოიპოვოს ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით.
როგორ უნდა თქვას ვინმემ, რომ ენმ იქნება თანაბარ პირობებში ნებისმიერ სხვა მოთამაშესთან, არ მაქვს საუბარი მხოლოდ ივანიშვილის პარტიასთან, რომელსაც უდიდესი სახელისუფლებო რესურსი გააჩნია, როდესაც ჩვენი მთავარი ყველაზე მძიმე წონიანი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც გააჩნია ყველაზე დიდი პოლიტიკური ელექტორალური ძალა, არის ტყვეობაში და ადამიანი სასამართლოშიც კი ვერ მიდის.
პრეზიდენტ ზურაბიშვილს ფუნდამენტურად არ ვეთანხმები იმაში, რომ პრეზიდენტის სააკაშვილის განგრძობადი ტყვეობა განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ არ განსაზღვრავს და არ აქვს გავლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შეფასებაში.
ნავალნი მოკლა პუტინმა და პრეზიდენტი სააკაშვილი ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით იმყოფებოდა ასევე პოლიტიკურ ტყვეობაში, ამ პარალელის არდანახვა, მესმის, რომ ნავალნი მას შემდეგ, რაც ის მოკლა პუტინის რეჟიმმა გმირად შერაცხეს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს მისი პოლიტიკური განსხვავებების გამო პრეზიდენტ სააკაშვილთან, არ უნდა ამ პარალელზე საუბარი. მაგრამ ამ პარალელს ერთი მხრივ, თავად პუტინი ავლებდა წარსულში, როდესაც ნავალნის ადარებდა სააკაშვილს," - ამბობს ბოკუჩავა.