ყველამ შეხედოს კვლევებს - ლელო იქნება თუ გახარია, გვარამიას ახალი პარტია თუ მელიას - ბოკუჩავა პარტიების გამსხვილებას ემხრობა

29.02.24 22:57
ყველამ შეხედოს კვლევებს - ლელო იქნება თუ გახარია, გვარამიას ახალი პარტია თუ მელიას - ბოკუჩავა პარტიების გამსხვილებას ემხრობა

„არაფერი დაგვაზარალებს, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ცვლილებას. იმდენი გადაჯგუფება მინახავს პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ, რომ აღარაფერი მაკვირვებს,“ - ასე პასუხობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კითხვას, რა რეაქცია აქვს ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიების ჩამოყალიბებაზე.
ბოკუჩავას თქმით, პარტიების გამსხვილება გამოსავალია, რომ არჩევნებზე მოსახლეობის ხმები არ დაიკარგოს.

ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენს ქვეყანას მოვუტანოთ ცვლილება და მოვუტანოთ კოალიციური ხელისუფლება და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ეს გაითვალისწინოს, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ კოალიციურად მოგვიწევს ერთად მუშაობა.
ყველამ უნდა შეხედოს, მათ შორის, კვლევებს - იქნება ეს ლელო თუ გახარია, გვარამიას ახალი პარტია, მელიას თუ მათი დაჯგუფების, იმედი მაქვს, რმ სწორედ კვლევების მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას, მათ შორის დაჯგუფებასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ არ დაიკარგოს ოპოზიციურად განწყობილი ხმები,“ - ამბობს ბოკუჩავა.