ბოკუჩავა ელის, რომ 2024 წლის არჩევნებზე სააკაშვილი თავისუფალი იქნება
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ელის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება.
როგორც ბოკუჩავა ამბობს, ამის თქმის საფუძველს მას აძლევს პოლიტიკური კონსენსუსი იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გათავისუფლებული - მოხდება ეს შეწყალებით თუ ამნისტიით, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ამნისტიაზეა საუბარი პარლამენტში. აქ ვხედავთ, რომ რეალურად მივდივართ იქით, რომ პოლიტიკური კონსენსუსი შედგა - იქნება ეს შეწყალება, იქნება ეს ამნისტია, იქნება ეს სხვა გზა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს,“ - ამბობს ბოკუჩავა.