ეს არის პოლიტიკური დევნის გამოვლინება - ჯაფარიძე მის წინააღმდეგ საქმის გაგრძელებაზე
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათი დარჩა. "ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, მიიჩნევს, რომ საქმის თაროდან ჩამოღება პოლიტიკურად მოტივირებულია, ვინაიდან საქმეს არც დაზარალებული, არც მომჩივანი არ ჰყავს.
მთელმა სამყარომ შეაფასა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის გამოვლინება, რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ჩვენ იმის ილუზია არ გვქონდა, რომ მართლმსაჯულების სისტემის დეპოლიტიზირება მოხდება, ჩვენ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვართ", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.