ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს.
სავარაუდოდ, აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა, რადგან სწორედ ის ამტკიცებდა, რომ რესპუბლიკურის შენობა მდგრადი არ იყო და დაუყოვნებლივ დანგრევას საჭიროებდა. პრემიერმა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერ სიცრუეში ამხილა, ერთი კვირის თავზე კი ის სამსახურიდან გადადგა.