საქართველოს რკინიგზა ელმავლებს რუსული სანქცირებული კომპანიისგან შეიძენს - ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ
54 მილიონი ლარი თბილისიდან ოკუპანტ ქვეყანაში მიდის. საქართველოს რკინიგზა ახალ კონტრაქტს სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან აფორმებს, თუმცა დოკუმენტები ისეა შედგენილი, რომ ეს ფაქტი დაიმალოს. ირკვევა, რომ ელმავალების შეკეთების ვალდებულებას შუამავალი ქართული კომპანია "გეორგია' იღებს, რომელიც სამუშაოებს რუსულ ქარნხნებს დაუკვეთავს. ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილია და ახლა ხელმოწერა დარჩა.
ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს უკრაიანში რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსებას. ირაკლი აბესაძის თქმით, ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ "ოცნებისთვის" ოკუპანტ ქვეყანასტან თანამშრომლობა მისაღებია.
როდესაც ალტერნატივის არსებობის მიუხედავად, ასეულობით მლნ ლარი ირიცხება რუსულ კომპანიებში, მიუხედავად იმისა, ისინი სანქცირებული არიან თუ არა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაფინანსებთ რუსეთის ეკონომიკას, რომელიც მთლიანად ხმარდება სამხედრო აგრესიას უკრაინაში და არა მხოლოდ უკრაინაში. მაშინ, როდესაც თანხის გადაგხდა ხდება აშშ-ს მიერ უკვე სანქცირებულ კომპანიასთან, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩნდება მაღალი ალბათობა, რომ ხდება ქეშით და ჩემოდნებით ამ ფულის წაღება და რატომ უნდა რისკავდეს ქართული შუამავალი კომპანია თუ თავად საქართველოს რკინიგზა ანუ საქართველოს სახელმწიფო სანქცირებულ კომპანიებთან ასეთ ურთიერთობაში შესვლას, რა თქმა უნდა, ეს არის რიტორიკული შეკითხვა იმიტომ, რომ რუსეთთთან თანამშრომლობა დღეს "ქართული ოცნებისთვის" არის მისაღები, - ამბობს ირაკლი აბესაძე.
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ხელისუფლებას აღნიშნული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს.
არ არის გასაკვირი, რომ ხელისუფლება, რომელიც ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს, ჩვენ საბიუჯეტო თანხებს ახლა უკვე რკინიგზის გავლით აგზავნის ისევ რუსეთში და რუსულ კომპანიებში, არ შეიძლება, რომ მტერი და ოკუპანტი ქვეყნის კომპანიებს შენს სახელმწიფო ბიუჯეტში წვდომას აძლევდე და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევდე და ამაში იხარჯებოედს ათეულობით მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, - ამბობს საბა ბუაძე.