კლანური დაპირისპირებაა, ღარიბაშვილის მინისტრები მთავრობიდან მიდიან - ვატო სურგულაძე
კლანური დაპირისპირებაა, ღარიბაშვილის მინისტრები მთავრობიდან მიდიან - ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის გადადგომას "ლელოს" წევრი ვატო სურგულაძე.
სურგულაძის თქმით, აზარაშვილი უფრო ადრე უნდა გადამდგარიყო, რადგან, მან ვერცერთი პროექტი ვერ განახორციელა.
კლანური დაპირისპირებაა და ღარიბაშვილის მინისტრები მიდიან მთავრობიდან. აზარაშვილმა არაფერი არ გააკეთა. ის არის ადამიანი, რომლემაც ყველაფერი გააფუჭა. დაპირება ონკოპაციენტებზე, მარტო აქედან დავიწყოთ, ვერ შეასრულა. დიარჯის პროგრამა, რომელიც იდეაში კარგი იყო, სრულად ჩააგდო. ვერცერთი პროექტი ადამიანმა ბოლომდე ვერ მიიყვანა, ამიტომ აქამდე უნდა გადამდგარიყო. ეს ადამიანი შევა საქართველოს ჯანდაცვის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი სუსტი მინისტრი", - ამბობს სურგულაძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. პრემიერმა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერ სიცრუეში ამხილა, ერთი კვირის თავზე კი ის სამსახურიდან გადადგა.