აზარაშვილის ცვლილებით არაფერი იცვლება, ისინი მოქმედებენ ერთი კაცის მითითებით - სოფო ჯაფარიძე

01.03.24 12:20
აზარაშვილის ცვლილებით არაფერი იცვლება, ისინი მოქმედებენ ერთი კაცის მითითებით - სოფო ჯაფარიძე

ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის გადაყენებით არაფერი იცლვება, რადგან, გადაწყვეტილების მიმღები პირი ამ ქვეყანაში მაინც ბიძნა ივანიშვილია და მისი თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაახმოვანებს ოლიგარქის გზავნბილებს.

კიდევ ერთი მოტყუებაა ჩვენი მოქალაქების, რომ თითქოს მინისტრის ცვლილებით რამე შიეცვლება. რა მნიშვნელობა აქვს გვარი იქნება აზარაშვილი თუ რომელიმე სხვა. ფაქტი არის ერთი, რომ არის უდიდესი სისტემური პრობლემები და ამას ყოველდღიურად ვხედავთ. ჩვენ ვიცით, რომ როგორც სხვა მინისტრები, ასევე აზარაშვილი არ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი და რა მნიშვნელობა აქვს  ვინ გაახმოვანებს ამა თუ იმ ინფორმაციას. ფაქტია, რომ ისინი მოქმედებენ ერთი კაცის მითითებით და ამით არაფერი იცვლება", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.  ამას წინ უძღოდა, რომ პრემიერმა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერ სიცრუეში ამხილა, ერთი კვირის თავზე კი ის სამსახურიდან გადადგა.

კობახიძემ ცოტა ხნის წინ, ფაქტობრივად ადასტურებს, რომ აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა
 

 

მსგავსი სიახლეები