ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა - რა ხარვეზია კანონში?

01.03.24 12:01
ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა - რა ხარვეზია კანონში?

სარეკლამო შეტყობინებები ნებართვის გარეშე აღარავის მიუვა. დღეიდან ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა. აგრესიული მარკეტინგისს კამპანია ჩამოიშალა,  თუმცა ახალ კანონში ხარვეზი მაინც დარჩა. როგორც გაირკვა, ახალი კანონი ვერ ზღუდავს სარეკლამო შეტყობინებების საზღვარგარეთიდან გამოგზავნას, რითიც პრომლებმა მხოლოდ ნაწილობრივ გვარდება. 

მომხმარებელთა უფლებების ცენტრი ყურადღებას კანონში დარჩენილ სივრცეზე ამახვილებს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში არსებულმა კომპანიებმა უცხოეტში 10-15 პროვაიდერი დაიქირავონ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს შეტყობინებებს დაუგზავნიან.

მომხმარებელთა უფლებების ცენტრმა ათასობით ხელმოწერა უკვე მოამზადა, რომლითაც მთავრობას აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისკენ მოუწოდებენ. 

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება პერსონალურ მონაცემთა სამსახურის ხელმძღვანელიც, რომელსაც "პირველებმა" აღნიშნულ ხარვეზტან დაკავშირებით კითხვა დაუსვა, თუმცა მან შეკიტხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა. 

მკვიდრდება ახალი ინსტიტუტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი სამართლებრივი ინსტიტუტების დამკვიდრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში, როგორიც გახლავთ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინციენტის შეტყობინების, ზეგავლენის შეფასების, ასევე გათვალისწინებულია პერსონალურ დაცვის მონაცემის სუბიექტის გაფართოებული უფლებები. კანონი შეიცავს პრინციპების დონეზე ახალ რეგულაციებს: გამჭვირვალობის პრინციპი, უსაფრთხოების პრინციპი. ეს გახლავთ ის მნიშნელოვანი სიახლეები, რომლებიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა სუბიექტების მაღალი ევროპული სტანდარტით მათი ფულების დაცვას, - ამბობს პეროსნალურ მონაცემტა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. 

შეგახსენებთ, რომ კანონი ძალაში დღეიდან შედის. 

მსგავსი სიახლეები