კობახიძე ფაქტობრივად ადასტურებს, რომ აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა

01.03.24 11:48
კობახიძე ფაქტობრივად ადასტურებს, რომ აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა

ირაკლი კობახიძე ფაქტობრივად ადასტურებს, რომ აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა.

პრემიერი ამბობს, რომ თავად დავრწმუნდა რესპუბლიკურის მაგალითზე, რომ საავადმყოფოში მართლაც არსებობდა პრობლემები, რის შემდეგაც აზარაშვილთან ამ საკითხზე საუბარი ჰქონდა.

ჯანდაცვის მინისტრთან მქონდა საუბარი დილით. მე ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით.ლ ამასთანდ აკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკურის მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვიალდ არსებობდა. შესაბამისად ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი და ამ ყველაფერთან დაკავშირებით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტოვებდა თანამდებობას", - ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, როდესაც საქმე დარგობრივ სამინისტროს ეხება, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა დარგის სპეციალისტებთან. კობახიძის განმარტებით, როდესაც დარგის წარმომადგენლები ასაბუთებენ, რომ რაღაცის უკეთესად გაკეთება შეიძლება, „საჭიროა ჯანსაღი მიდგომა და ამ ყველაფრის გათვალისწინება“.

„ჩემს სამთავრობო პროგრამაშიც ვისაუბრე იმაზე, რომ საჭიროა მაქსიმალური მჭიდრო კომუნიკაცია, თანამშრომლობა, განსაკუთრებით დარგის სპეციალისტებთან. როდესაც საქმე გვაქვს დარგობრივ სამინისტროსთან, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა, უპირველესად, დარგის წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან. სწორი მიდგომაა საჭირო ამ თვალსაზრისით. არ მინდა, ნიუანსებში შევიდე, რა დონეზე და ვისგან იყო ეს პრობლემა, მაგრამ ფაქტია, დავინახეთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს და სხვა შემთხვევებშიც, კომუნიკაციის ასეთი პრობლემა არსებობდა. ასევე ხედავდით, რომ ზუსტად ამ სექტორში, არაერთი თხოვნა იყო, რომ მაგალითად, კონკრეტულ წარმომადგენლებს, სპეციალისტებს, პაციენტებს ჰქონოდათ შეხვედრა პრემიერთან. ასეთი საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს. ასეთი საკითხები უფრო მაღალ დონეზე ატანას არ საჭიროებს, უფრო დაბალ დონეზეც შესაძლებელია ამ საკითხების მოგვარება. აქ დავინახე პრობლემები და ეს პრობლემები უნდა გამოსწორდეს. არა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში, არამედ ყველა სფეროში ეს იქნება ჩემი თხოვნა. ჩემი მოწოდებაა, არა მარტო ყველა მინისტრის, ყველა საჯარო დაწესებულების, ასევე თვითმმართველობის მიმართ - ყველას უნდა ჰქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია ადამიანებთან, დარგის წარმომადგენლებთან. ეს არის ყველაზე სწორი გზა, რათა პრობლემები სათანადოდ გადაიჭრას. როდესაც მქონდა შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან, მოვიდა 8 ადამიანი, ინტელიგენტი, ექიმი ხალხი, რომელთაც თავისი არგუმენტები ჰქონდათ. ასეთ არგუმენტებს სჭირდება მოსმენა. შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც არასწორი პოზიციაა თუნდაც დარგის წარმომადგენლების მხრიდან. აქ, რა თქმა უნდა, თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სახელმწიფომ, მაგრამ როდესაც შენთან დარგის წარმომადგენლები მოდიან და გისაბუთებენ, რომ რაღაცის უკეთესად გაკეთება შეიძლება, საჭიროა ჯანსაღი მიდგომა და ამ ყველაფრის გათვალისწინება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ იქნებოდა. კობახიძე დღეს ამბობს, რომ ცვლილებებს არც აპირებდა, უბრალოდ სხვა მოცემულება დაუდგა და იძულებული გახდა ეს ჯანდაცვის მინისტრი "შეეცვალა",

არც ვაპირებდი ცვლილებებს, როცა ეს პასუხი გაგეცეით, მაგრამ ჯერ იყო ერთი ინფრომაცია, შემდეგ, მეორე, მერე მესამე. 

როცა ეს ვთქვი, მაშინ არ შედიოდა ჩემს გეგმებში ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ დავინახე პროცესში ხარვეზები და ამის შესახებ მქონდა შემდეგ საუბარი ჯანდაცვის მინისტრთან", - ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.  პრემიერმა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერ სიცრუეში ამხილა, ერთი კვირის თავზე კი ის სამსახურიდან გადადგა.

 

მსგავსი სიახლეები