კობახიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრზე კონსულტაციებს ივანიშვილთან გაივლის
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრზე კონსულტაციებს ბიძინა ივანიშვილთან და გუნდის სხვა წევრებთან გაივლის.
„რაც შეეხება ახალ მინისტრს, ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. გვექნება კონსულტაციები როგორც გუნდის წევრებთან, ასევე დარგის სპეციალისტებთან. როცა გუნდის წევრებზე მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია, საპატიო თავმჯდომარეა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და სადაც არის საჭირო გუნდთან კონსულტაციები, პირველ რიგში ბატონი ბიძინაა წარმომადგენელი. თუ ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე“, - აღნიშნა კობახიძემ.
გავრცელებული ინფრომაციით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად არჩილ თალაკვაძე განიხილება.
თალაკვაძემ "პირველებს" უთხრა, რომ დღეს მედიასთან დადგენა და ყველა კითხვას გასცემს პასუხს.