პაპუაშვილის შემდეგ EU-ს პრემიერი მიმართავს და დახურულ კარს მიღმა დაფიქსირებული პოზიციების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ ევროკავშირს ევროპარლამენტარების განცხადებისგან გამიჯვნისკენ პრემიერი მოუწოდებს. როგორც ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძე ამბობს, ევროკავშირის წარმომადგენლები დახურულ შეხვედრებზე აფიქსირებენ, რომ ევროპარლამენტარების განცხადებები მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას არ ახდენს, აქედან გამომდინარე, პრემიერი მოუწოდებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ ეს პოზიცია საზოგადოებასთან ღიად დააფიქსირონ.
ხშირად დახურულ შეხვედრებზე ჩვენ გვიფიქსირებენ ასეთ რამეს, რომ ევროპარლამენტი არის ევროპარლამენტი და რომ მასზე არ არის დამოკიდებული ევროკავშირის გადაწყვეტილებებს. თუმცა ეს მესიჯები, რასაც ჩვენ ვისმენთ აღმასრულებელი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან, ევროკავშირის წარმომადგენლებისგან არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის. თუ ის მესიჯები, რომლებიც ჟღერდება ხოლმე დახურულ შეხვედრებზე ჩვენთან გაჟღერდება საზოგადოების წინაშე, ეს დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე ევროპარლამენტის და ევროსტრუქტურების მიმართ,“ - ამბობს კობახიძე.