"ოცნება" იტოვებს ბერკეტს წინასაარჩევნოდ - სამნიძე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - "რესპუბლუკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, მიიჩნევს, რომ მედია მფლობელისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერების დევნა პოლიტიკური ზეწოლის ნაწილია.
ეს არის კიდევ ერთი დასტური, რატომ არ სურს "ოცნებას" მართლმსაჯულების რეფორმა. ის აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვას და იტოვებს ამ ბერკეტს წინასაარჩევნოდ, მინდა, ხაზი გავუსვა ამ პროცესში არ არიან ეს ადამიანები მარტო, ოპოზიცია არ არის მარტო, მთელი ჩვენი პარტნიორები გამადიდებელი შუშით აკვირდებიან პროცესს, ვერ შეძლებს "ოცნება" ამ ბერკეტის გამოყენებას არჩევნების წინ", - ამბობს სამნიძე.