ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის დაბრუნება რჩება ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად - კობახიძე კოალიციურ მთავრობაზე
"ნაცმოძრაობის ბოლო რეიტინგი იყო 18 პროცენტი, ვერცერთი სხვა პარტია ვერ ახერხებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას, ასეთ პირობებში ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში რჩება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად,“ - ამ განცხადებას პრემიერი ირაკლი კობახიძე აკეთებს და პრეზიდენტის მიერ კოალიციური მთავრობის გარდაუვალობაზე გაკეთებული განცხადება შეაფასა.
კობახიძე ამტკიცებს, რომ "ოცნების" რეიტინგი 60 პროცენტამდეა, რაც შეეხება ოპოზიციას, პრემიერის თქმით, ბევრი პარტია 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს.
ჩვენი მხარდაჭერა დღეს არის 60 პროცენტამდე, ერთი წლის განმავლობაში 55-დან 60 პროცენტამდე მერყეობდა ჩვენი მხარდაჭერა. ასეთ ვითარებაში ზოგადად, კოალიცია გამორიცხულია, წინ არის 7-8 თვეა, არჩევნებამდე თუმცა არსებით ცვლილებებს არ ველოდებით, ოპოზიცია მსი რადიკალური ნაწილი განწირულია მარცხისთვის, როდესაც საუბრობენ კოალიციაზე, აქ იგულისხმება ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში. იგულისხმება, რომ ნაცმოძრაობის გარშემო უნდა შეიქმნას კოალიცია, აქ ჩაერთვებიან სალომე ზურაბიშვილი, ლელო და ა.შ. ეს ყველა ერთი ხალხია. თუ ვინმე საუბრობს ნაცმოძრაობის დაბრუნებაზე ხელისუფლებში, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია, ვერანაირი შეფუთვით ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება.
ნაცმოძრაობის ბოლო რეიტინგი იყო 18 პროცენტი, ანუ 20 პროცენტს არის ჩამოცილებული ძალიან დიდი ხანია და ვერცერთი სხვა პარტია ვერ ახერხებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას, ასეთ პირობებში ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში რჩება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად,“ - ამბობს კობახიძე.